GEO ENG
 

 







 

2015-06-16
„ჰორიზონტი 2020“-ი აცხადებს კონკურსს - „კლიმატური ცვლილებებითა და სტიქიით განპირობებულ უბედურებებთან გამკლავება: საზოგადოების დაცვისა და გადარჩენის უზრუნველყოფა, კლიმატურ ცვლილებთან ადაპტირება“

კონკურისის მთლიანი ბიუჯეტი 82 330 000 ევროა. საპროექტო წინადადებების შეტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 27 აგვისტო 17:00 საათი (ბრიუსელის დროით). კონკურსი ითვალისწინებს შემდეგ ინდივიდუალურ თემებში მონაწილეობას:

1.        კრიზისების მართვა: არსებული და ახალი მიდგომები, ზომები და ტექნოლოგიები ამინდისა და კლიმატის ექსტერმალური გაუარესების საპასუხოდ.

DRS-01-2015: Crisis management topic 1: potential of current and new measures and technologies to respond to extreme weather and climate events.

 

2.        კრიზისების მართვა: დიდი მასშტაბის კატასტროფებისა და კრიზისების მართვის სადემონსტრაციო აქტივობა, ევროკავშირის საგარეო აქტივების მედეგობა იდენტიფიცირებული მთავარი საფრთხეებისა და კრიზისის გამომწვევი მიზეზების მიმართ.

DRS-03-2015: Crisis management topic 3: Demonstration activity on large scale disasters and crisis management and resilience of EU external assets against major identified threats or causes of crisis.

 

3.      კრიზისების მართვა: სტანდარტიზაციის შესაძლებლობების გამოყენება მზარდ კატასტროფებთან გასამკლავებლად.

DRS-06-2015: Crisis management topic 6: Addressing standardisation opportunities in support of increasing disaster resilience.

 

4.        კატასტროფების გამკლავება და კლიმატური ცვლილებები:  მეცნიერება და ინოვაცია კლიმატურ ცვილებებთან ადაპტირებისთვის: ხარჯების, რისკების, შესაძლებლობების შეფასება, საპასუხო ქმედებებისა და პრაქტიკის დემონსტრირება.

        DRS-09-2015: Disaster Resilience & Climate Change topic 1: Science and innovation for adaptation to climate change: from assessing costs, risks and opportunities to demonstration of options and practices.

5.        კატასტროფებთან გამკლავება და კლიმატური ცვლილებები:  სტიქიური უბედურებები: ეროვნულ და ევროპულ დონეზე რისკის შემცირებისკენ მიმართული სამეცნიერო და ინოვაციური გეგმები.

DRS-10-2015:  Disaster Resilience & Climate Change topic 2: Natural Hazards: Towards risk reduction science and innovation plans at national and European level.

 

6.       კატასტროფებთან გამკლავება და კლიმატური ცვლილებები:  სტიქიური უბედურებებისა და კლიმატური ცვლილებების ზეგავლენის შემსუბუქება კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიებზე, სტრუქტურებსა და არტეფაქტებზე.

DRS-11-2015: Disaster Resilience & Climate Change topic 3: Mitigating the impacts of climate change and natural hazards on cultural heritage sites, structures and artefacts.

 

7.        კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა:  კრიტიკული ინფრასტრუქტურის ჭკვიანი ელექტროსისტემის  (smart grid)  დაცვა და ჭკვიანი მრიცხველების (smart meters) მედეგობა არსებული საფრთხის მიმართ.

DRS-12-2015: Critical Infrastructure Protection topic 1: Critical Infrastructure “smart grid” protection and resilience under “smart meters” threats.

 

8.       კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა: ნაგებობების ადაპტირების, ინფრასტრუქტურული სტანდარტებისა და დიზაინის ინსტრუმენტების გამოყენების სადემონსტრაციო აქტივობა  ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით განპირობებული კატასტროფების დროს.

DRS-13-2015: Critical Infrastructure Protection topic 2: Demonstration activity on tools for adapting building and infrastructure standards and design methodologies in vulnerable locations in the case of natural or man-originated catastrophes.

 

9.      კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა: კრიტიკული ინფრასტრუქტურის მედეგობის ინდიკატორი - მედეგობის შეფასების ანალიზი და მეთოდების შემუშავება.

DRS-14-2015: Critical Infrastructure Protection topic 3: Critical Infrastructure resilience indicator - analysis and development of methods for assessing resilience.

 

10.     კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა: პოტენციურად საფრთხის შემცველი და სენსიტიური ადგილების/არეების დაცვა მათი მრავალსექტორულობის გათვალისწინებით (2 თემა).

DRS-15-2015: Critical Infrastructure Protection topic 4: Protecting potentially hazardous and sensitive sites/areas considering multi-sectorial dependencies.

 

11.     ეთიკური/სოციალური განზომილება: მესამე ქვეყნებში კლიმატის ცვლილების ზეგავლენა ევროპის უსაფრთხოებაზე (2 თემა).

DRS-15-2015:  Ethical/Societal Dimension topic 3: Impact of climate change in third countries on Europe's security.

 

share