GEO ENG
 

 







 

2015-05-07
UNESCO/ინდოეთის კალინგას კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განაცხადების წარდგენის დასრულებამდე ერთი კვირა დარჩა (2015 წლის 14 მაისის 18:00 საათი). რის შემდეგაც, საქართველომ იუნესკოში ნომინაციები  2015 წლის 29 მაისამდე უნდა წარადგინოს. 

 

იუნესკო/ინდოეთის კალინგამ   კონკურსი 2015 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის პრიზის მოსაპოვებლად გამოაცხადა (UNESCO Kallinga Prize for the Popularization of Science 2015). ჯილდო გადაეცემა პირს, რომელსაც აქვს გამორჩეული კარიერა როგორც მწერალს, რედაქტორს, მეცნიერს, რადიო/ტელევიზიის პროგრამების დირექტორს ან ფილმების პროდიუსერს  და ფართო საზოგადოებისათვის მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიების  პოპულარიზაციას ეწევა.

 

   ნომინანტის დოსიე უნდა შეიცავდეს:

§  ნომინანტის ბიოგრაფიას

§  გამოქვეყნებული ნაშრომების სიას

§  ნომინანტის, როგორც მეცნიერების პოპულარიზატორის სამეცნიერო კარიერის აღწერას

 

UNESCO/ინდოეთის კალინგას პრიზის (UNESCO Kallinga Prize for the Popularization of Science 2015) მოსაპოვებლად ერთი კანდიდატის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსთვის თვის   წარდგენას უზრუნველყოფს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია და პროექტის წარდგენის ფორმები იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.unesco.org/new/en/natural-sciences/science-technology/single-view-sc-policy/news/call_for_nominations_for_the_unesco_kalinga_prize_for_the_popularization_of_science-1/#.VRT8Qo6CzCN

განაცხადის ფორმა

 

საკონტაქტო პირი: მაკა ქაჯაია 
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 
მისამართი: მ. ალექსიძის №1, მე-3 სართული; 
ტელ: + (995 32) 2 200 220 (44-09)
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge 
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

 

share