GEO ENG
 

 







 

2015-05-01
„ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე“

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეცნიერ-მკვლევარებსა და ინოვაციური პროექტებით დაინტერესებულ პირებს  აძლევს შესაძლებლობას

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღეს დაესწრონ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ჰორიზონტი 2020-ის ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ მომზადებული პრეზენტაციები თემებზე:

 

„პირველი ნაბიჯები ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის მისაღებად“ - ნათია გაბიტაშვილი - ჰორიზონტი 2020-ის ეროვნული კოორდინატორი;

 

„გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ჰორიზონტი 2020-ის კონკურსებში კვლევითი პროექტების მომზადებასთან დაკავშირებით“; დოქტ. ვლადიმერ ელისაშვილი - ჰორიზონტი 2020-ის ეროვნული საკონტაქტო პირი  კვების უსაფრთხოების, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ზღვისა და საზღვაო კვლევის, და ბიოეკონომიკისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით;

 

დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცემათ დაუსვას შეკითხვები მომხსენებლებს ჰორიზონტი 2020-თან დაკავშირებულ საკითხებზე. ღონისძიება ჩატარდება 2015 წლის 7 მაისს 11:00 საათზ. მისამართი: მ. ალექსიძის # 1; ნულოვან სართულზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.

 

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა (მეცნიერ-მკვლევარებმა და ინოვაციური პროექტებით დაინტერესებულმა პირებმა) რეგისტრაციისათვის უნდა გააგზავნონ დადასტურების წერილი (სახელი, გვარი, ორგანიზაცია) ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე ananiashvili@rustaveli.org.ge ;

 

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ „ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე“.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 მაისი, 2015 წ.

ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე დარეგისტრირებულ პირებს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:  http://www.mes.gov.ge/content.php?id=5680&lang=geo

share