GEO ENG
 

 







 

2015-04-28
იუნესკოს კონკურსში “წიგნიერება 2015 წლის შემდგომ“ მონაწილეობისთვის შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განაცხადების მიღება დაიწყო

იუნესკო აცხადებს კონკურსს 2015 წლისთვის წიგნიერების საერთაშორისო პრიზების მოსაპოვებლად. ეს პრესტიჟული ჯილდოები გადაეცემა მთავრობებს, კერძო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს წიგნიერების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის.

 

წლევანდელი კონკურსის ზოგადი თემაა „წიგნიერება 2015 წლის შემდგომ“. ამავდროულად, კონკურსი ითვალისწინებს ორი პრიზის გადაცემას:

1.        „იუნესკო კონფუციუსის წიგნიერების პრიზი“, რომლის თემაა „სოფლის ზრდასრული მაცხოვრებლები და სკოლადამთავრებული ახალგაზრდები, განსაკუთრებით ქალები და გოგონები“(მაქსიმუმ სამი ნომინაცია)

2.         „იუნესკო მეფე სეჯონგის პრიზი“, რომლის თემაა „ წიგნიერება მრავალენობრივ კონტექსტში“ (მაქსიმუმ ორი ნომინაცია).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია  სააპლიკაციო ფორმის შევსება ინგლისურ ენაზე  და განაცხადის ფორმის შევსება ქართულ ენაზე. ორივე  შევსებული ფორმა 12 მაისამდე  უნდა აიტვირთოს  ელფოსტის შემდეგ მისამართზე unesco.ilp@gmail.com . ასევე, ბეჭდური ვარიანტი უნდა წარმოდგენილ იქნას შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში. განაცხადისა და აპლიკაციის  მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 12 მაისი, 18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: 

http://www.unesco.org/new/en/education/themes/education-building-blocks/literacy/literacy-prizes/

 

share