GEO ENG
 

 







 

2015-04-24
იუნესკო - იაპონიის ერთობლივი ჯილდოს მისაღებად შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განაცხადების მიღება დაიწყო

იუნესკო - იაპონიის ჯილდო წელს პირველად, გაიცემა. გადაწყვეტილება იუნესკომ აღმასრულებელი საბჭოს 195-ე  სესიაზე მიიღო. ჯილდოს მიღება შეუძლიათ კერძო პირებს ან ორგანიზაციებს "განათლება მდგრადი განვითარებისთვის" (ESD) კუთხით განხორციელებული განსაკუთრებით წარმატებული პროექტებისთვის. პრიზი 50 000 აშშ დოლარს შეადგენს, რომელსაც იაპონიის მთავრობა გამოყოფს.  გამარჯვებული მას 3 წლის განმავლობაში 3-ჯერ მიიღებს.

იუნესკო-იაპონიის ერთობლივი ჯილდოს მთავარი მიზანია გააფართოოს და განავითაროს სამუშაოები განათლებისა და სწავლების ყველა დონეზე, რაც დააჩქარებს სწრაფვას მდგრადი განათლების მისაღებად. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება ინგლისურ ენაზე, მას უნდა დაერთოს ოფიციალური წარმდგენი მხარის რეკომენდაცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ პირველადი განაცხადის ფორმა (ქართულ ენაზე), რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებთან (ინგლისურ ენაზე) ერთად უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: unesco.esdp@gmail.com . ასევე წარმოადგინონ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 11 მაისი. 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულში: https://en.unesco.org/esd-prize

share