GEO ENG
 

 







 

2014-08-11
აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოცხადებული „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერის” 2013 წლის კონკურსის შედეგები

2013 წლის 22 ივლისს გამოცხადდა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF-Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის  ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერის” 2013 წლის კონკურსი პროგრამისდამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვისფარგლებში.

კონკურსის მიზანი იყო აშშ- თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოს (შემდგომში -DTRA) ინტერესის სფეროში შემავალ და საქართველოსთვის მნიშვნელოვან დისციპლინებში ინოვაციური ბიოლოგიური კვლევის ხელშეწყობა და მდგრადი ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის დამყარება.

კონკურსის პირობებით პროექტის ხანგრძლივობა განისაზღვრა არაუმეტეს 18 თვით, ხოლო მაქსიმალური ბიუჯეტი 30 000 აშშ დოლარით. საგრანტო დაფინანსების 60%-  გაიღებს CRDF-Global, 40%-ს - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონკურსზე წარმოდგენილი 9 საპროექტო წინადადებიდან საქართველოს და აშშ- დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების გათვალისწინებით და მხარეთა  შეთანხმების საფუძველზე დასაფინანსებლად შერჩეული და ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ერთობლივი დაფინანსებისთვის დამტკიცებული იქნა 8 პროექტი.

 

იხ. დაფინანსებული პროექტების სია.

share