GEO ENG
 

 







 

2014-07-18
საზაფხულო სკოლების 2014 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

კონკურსის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა აკადემიური დონის ასამაღლებლად და კვლევების განვითარების ხელშესაწყობად საზაფხულო სკოლების ორგანიზება და განხორციელება საქართველოში.

2014 წლის საზაფხულო სკოლების საგრანტო კონკურსში წარმოდგენილი იქნა 20 საგრანტო პროექტი. ტექნიკური ხარვეზების გამო კონკურსიდან მოიხსნა სამი საგრანტო პროექტი:

კონკურსიდან მოხსნილი პროექტები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2014 წლის 17 ივლისის #12 სხომის გადაწყვეტილებით დაფინანსდა რვა პროექტი.

კონკურსის შედეგები

გამარჯვებული პროექტები

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 30 ივლისისა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. წამყვანი ორგანიზაციის განცხადება ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა);

2. თანამონაწილე ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. წამყვანი ორგანიზაციის მიერ პროექტისათვის გახსნილი ანგარიშის ნომერი გაცემული ბანკის მიერ;

4. სამეცნიერო ხელმძღვანელის პირადობის მოწმობის სრული ასლი;

5. ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან იმის შესახებ, რომ მას აქვს საზაფხულო სკოლის სამეცნიერო მიმართულების შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები.

6. პროექტის კორექტირებული ბიუჯეტი.

share