მცირე გრანტები ევროკავშირის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ საგრანტო პროექტში ”აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP.
პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, თანამშრომლობას ევროკავშირთან, კერძოდ, კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის კონსორციუმის წევრმა გერმანულმა ორგანიზაციამ German Aerospace Center (DLR) გამოაცხადა კონკურსი Twinning Grants: IncoNet EaP supports 'Clustering of Scientific Projects and Institutions'.
კონკურსის მიზანია:
1. გაზარდოს EaP-ის ქვეყნების სამეცნიერო ორგანიზაციების (უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, საერთაშორისო გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიები, ბიზნეს/საწარმოო კომპანიები, სადაც მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები) მონაწილეობა ევროკავშირის შესაბამის კონკურსებში;
2. გამოავლინოს და შეარჩიოს პარტნიორები ევროკავშირისა და EaP-ის ქვეყნებში, რომელთაც აქვთ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ევროკავშირის პროგრამებში პროექტების მომზადებისა და განხორციელების დიდი გამოცდილება;
3. ხელი შეუწყოს პარტნიორებს შორის ინფორმაციის გაცვლას (მივლინება, თანამშრომელთა გაცვლა, სემინარების ორგანიზაცია);
4. შექმნას პირობები კონკრეტული პროექტების მომზადებისთვის, ზემოთაღნიშნულ სამ სფეროში.
კონკურსში განაცხადების მიღება მოხდება უწყვეტად 2016 წლის 31 მარტამდე. ამასთან, კონკურსისთვის გამოყოფილი თანხის ამოწურვის შემთხვევაში (144 000 ევრო), განაცხადების მიღება შეიძლება შეწყდეს აღნიშნულ ვადამდე.
ცალკეული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, ხოლო ბიუჯეტი - 10 000 ევროს და მასში შეძლება გათვალისწინებული იყოს:
· სამოგზაურო ხარჯები
· მივლინების დღიური ხარჯები (სასტუმროს ჩათვლით)
· ღონისძიების ორგანიზაცია
· დროებითი პერსონალის ანაზღაურება (მაგ. ღონისძიების მომზადებისას სტუდენტების/ახალგაზრდა მეცნიერების დახმარება, მონაცემთა ანალიზი და სხვა)
ბიუჯეტი არ ითვალისწინებს პროექტში მუდმივად ჩართული პერსონალის ხელფასს.
პროექტის კონსორციუმი უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი პარტნიორი ორგანიზაციისაგან, რომელთაგან ერთი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან და ერთი - EaP-ის ქვეყნიდან. თითოეული ორგანიზაციიდან მონაწილე პირთა ჯგუფს უნდა ჰყავდეს ჯგუფის ხელმძღვანელი. პროექტის ბიუჯეტის ადმინისტრირებას ახორციელებს ევროპელი პარტნიორი.
პროექტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული პარტნიორი ორგანიზაციების 1-2 წარმომადგენლის ვიზიტი ერთმანეთთან.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.inco-eap.net/en/401.php
კონკურსზე პასუხისმგებელი პირების კონტაქტებია:
IncoNet EaP Central Information Office at
German Aerospace Center | Project Management Agency
European and International Cooperation
Heinrich-Konen-Str. 1
D-53227 Bonn | Germany
Dr Kirsten Kienzler
phone: +49 228 3821-1458
Kirsten.Kienzler@dlr.de
Dr Hendrik Meurs
phone: +49 228 3821-1944
Hendrik.Meurs@dlr.de