GEO ENG
 

 







 

2014-06-23
ქართველ მეცნიერთა დაფინანსება ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისათვის

                         (სამეცნიერო სფეროები : კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა და ჯანდაცვა)

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: ”აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) მეცნიერებს შორის თანამშრომლობას, კერძოდ, კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის IncoNet EaP-ის ფარგლებში გათვალისწინებულია თანხა, რომლითაც უნდა დაფინანსდეს ქართველ მეცნიერთა მივლინება ევროკავშირის ქვეყნებში, ზემოთმოყვანილ სამ სფეროში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ ან სამეცნიერო კონფერენციებში.

მონაწილეობის ძირითადი შედეგი უნდა იყოს მეცნიერთა შორის ორმხრივი კონტაქტების დამყარება და სხვადასხვა (მათ შორის ევროკავშირის პროგრამის Horozon 2020) კონკურსებზე ერთობლივი პროექტების წარსადგენად საფუძვლის მომზადება.

პროექტის ევროპელი პარტნიორების მიერ რეკომენდებული „საშუამავლო ღონისძიებების“ და სამეცნიერო კონფერენციების ჩამონათვალი, კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში, შეგიძლიათ იხილოთ დანართში მოცემული ბმულების საშუალებით („ღონისძიებების ბმულები“). შესაძლებელია ასევე დაფინანსდეს მივლინება თავად მეცნიერთა მიერ შერჩეულ მნიშვნელოვან, შესაბამისი სფეროს, ღონისძიებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა ფონდში უნდა წარმოადგინონ განაცხადი ინგლისურ ენაზე IncoNet EaP-ის ევროპელი პარტნიორების მიერ მომზადებული ფორმის მიხედვით. ევროპელი პარტნიორების მიერ დადგენილი წესების გამოყენებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი შეაფასებს შემოსულ განაცხადებს და მოამზადებს რანჟრებულ სიას.

აღნიშნული სია გადაეგზავნება IncoNet EaP-ის კოორდინატორსა და პროექტის შესაბამისი ამოცანის ლიდერს, რომლებიც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას „საშუამავლო ღონისძიებებსა“ ან სამეცნიერო კონფერენციებზე მეცნიერთა მივლინებასთან დაკავშირებით.

ფინანსური მხარდაჭერის აუცილებელი პირობაა ღონისძიებაზე მოხსენების წარმოდგენა. უპირატესობა მიენიჭებათ ზეპირ მომხსენებლებს.

ასევე უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებიც აპირებენ მონაწილეობას პროექტის ევროპელი პარტნიორების მიერ რეკომენდებულ „საშუამავლო ღონისძიებაში“ ან სამეცნიერო კონფერენციაში.
ღონისძიებიდან დაბრუნების შემდეგ ფონდში წარმოდგენილი უნდა იქნას მივლინების ანგარიში შესამამისი ფორმით (ინგლისურ ენაზე).

განაცხადების მიღება ფონდის მიერ მოხდება ელფოსტაზე international@rustaveli.org.ge ღონისძიების ჩატარებამდე არანაკლებ 45 დღით ადრე, 2014 წლის ბოლომდე. განაცხადთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს მოკლე ბიოგრაფია (CV) შესაბამისი ფორმით. გამარჯვებულების დაფინანსება მოხდება ღონისძიების თარიღის გათვალისწინებით, დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღისა.

დასაფინანსებლად შერჩეულ აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით.

საკონტაქტო პირი: ხატია ანანიაშვილი. ელფოსტა: international@rustaveli.org.ge ტელ. 2-200-220 (დამატ. 4405).

დანართები:

1.მონაწილეობის წესები

2. სააპლიკაციო ფორმა

3. შეფასების ფორმა

4. ანგარიშის ფორმა

5. ღონისძიებების ბმულები

share