GEO ENG
 

 







 

2014-02-12
აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსტგფ) პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში აცხადებენ „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნა” 2014 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ბიოლოგიურ კვლევას, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთო ინტერესის სფეროს; მოახდინოს კვლევისა და განათლების პროცესების ჰარმონიზაცია.

კონკურსის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩევა, არაუმეტეს 2 წლის ხანგრძლივობის, ერთი პროექტი. თითოეულ უნივერსიტეტს შეუძლია კონკურსზე წარმოადგიონოს არაუმეტეს 2 პროექტისა.

პროექტზე მოთხოვნილი მთლიანი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 460 000 აშშ დოლარს. აქედან CRDF –Global-დან მოთხოვნილი თანხა უნდა იყოს 400 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება 60 000 აშშ დოლარის ფარგლებში.

CRDF –Global-სა და სსტგფ-ში ინგლისურ ენაზე წარდგენილ საპროექტო წინადადებაში პროექტის ბიუჯეტი გაწერილი უნდა იყოს საგრანტო დაფინანსების მთლიან თანხაზე (არაუმეტეს 460 000 აშშ დოლარისა).

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ქარტულ ენაზე წარდგენილ საპროექტო წინადადებაში ავტორებმა უნდა გაწერონ პროექტის ბიუჯეტის მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც ისინი ითხოვენ ამ ფონდიდან (არაუმეტეს 60 000 აშშ დოლარისა). ამასთან ერთად ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს საპროექტო წინადადების წარმდგენი ორგანიზაციისა და პროექტის მონაწილეთა ერთობლივი განცხადება.

მონაწილეობის პირობები იხილეთ ასევე საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ვებგვერდზე www.grdf.ge

საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა შესაძლებელი იქნება 2014 წლის 17 თებერვლის 17:00 საათამდე.

მინისტრის ბრძანება
ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
კონკურსის პირობები
განაცხადის კრებსითი ნაწილის ფორმა
ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის ფორმა
პროექტის ბიუჯეტის ფორმა
ერთობლივი განცხადების ფორმა

share