GEO ENG
 

 







 

2014-02-12
აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF - Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) მიერ პროგრამის „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის“ ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნა” 2013 წლის კონკურსში შემოტანილი განაცხადების შესახებ

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 26 ნოემბრის N70 ბრძანებით გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში წარმოგენილ იქნა სამი პროექტი ა(ა)იპ - აგრარული უნივერსიტეტის, სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

სსიპ-შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2014 წლის 16 იანვრის N5 ბრძანებით შექმნილმა ტექნიკური ექსპერტიზის განმახორციელებელმა სამუშაო ჯგუფმა განახორციელა წარმოდგენილი პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ნოემბრის N181 ბრძანებითა და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 26 ნოემბრის N70 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო წარმოდგენილი პროექტების კონკურსიდან მოხსნის შესახებ.

პროექტების კონკურსის პირობებთან შეუსაბამობა ფიქსირდება, ასევე, საქართველოს სამეცნიერო - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) აღმასრულებელი დირექტორის მიერ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის მოწერილ წერილში (06.02.103. N02/04), რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,პირველადი განხილვის შედეგად სამივე განაცხადს აღმოაჩნდა ხარვეზები, რომლებიც შეუსაბამობაშია ფონდების მიერ გამოქვეყნებულ ფორმალურ მოთხოვნებთან“. ,,აღნიშნული ხარვეზების გასწორება შეუძლებელია კონკურსის ფორმალური მოთხოვნებიდან გამომდინარე და წარმოდგენილი სამივე განაცხადი უნდა მოიხსნას კონკურსიდან, რაც კონკურსის ჩაშლის საფუძველია“.

ზემოაღნიშნული გათვალისწინებით კონკურსის ორგანიზატორი ამერიკული და ქართული მხარეების ერთობლივი გადაწყვეტილებით კონკურსში წარმოდგენილი სამივე პროექტი მოიხსნა კონკურსიდან.

გენერალური დირექტორის ბრძანება

share