GEO ENG
 

 







 

2014-01-30
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2013 წლის კონკურსის შედეგები

კონკურსში მონაწილეობდა 43 საპროექტო განაცხადი. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილების თანახმად შეფასების პირველ საფეხურზე პროექტის სამეცნიერო აქტუალობა, დასახული მიზნების მიღწევადობა, მოსალოდნელი შედეგების ღირებულება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასედამოუკიდებელმა უცხოემა ექსპერტებმა. თითოეული ექსპერტი პროექტს აფასებდა მაქსიმუმ 100 ქულით. პროექტები, რომლებმაც მიიღეს 91 ქულა ან მეტ, გადავიდნენ შეფასების მეორე საფეხურზე.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

შეფასების მეორე საფეხურზე ფონდის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია მოისმ პროექტების პრეზენტაციებ და შეაფასა ისინი დადგენილი კრი­ტერიუმების  მიხედვით.

 

თითოეული პროექტის საბოლოო შეფასება მიღებულ იქნა ორი­ვე საფეხურის შეფასებათა შეკრებით. საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯ­ვე­ბული პროექტები დამტკიცდა  ფონდის სა­მეცნიერო საბჭოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით.

 

კონკურსში გამარჯვებული პროექტები:

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს მიმდინარე წლის 7 თებერვლისა შემდეგი დოკუმენტაცია: 

1. საბაზო ორგანიზაციის წერილი გენერალური დირექტორის სახელზე (იხ: 
განცხადების ფორმა); 
2. მკვლევართა ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სრული ასლები; 
3. საბაზო ორგანიზაციის მიერ პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ); 
4. საბაზო ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი; 
5. პროექტის დაზუსტებული ბიუჯეტი.

share