GEO ENG
 

 







 

2014-01-30
აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - იდეიდან ბაზრისკენ“ 2013 წლის ერთობლივი კონკურსის შედეგები

2013 წლის 16 ივლისს გამოცხადდა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF-Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) 2013 წლის ერთობლივი კონკურსი „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - იდეიდან ბაზრისკენ“ ფარგლებში.

კონკურსის მიზანი იყო მეცნიერებისა და ბიზნესის დაახლოება, ინოვაციურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული იდეის ბაზარზე წარმოდგენის ხელშეწყობა, ყველაზე პერსპექტიული ახალი ტექნოლოგიების გამოვლენა და ფინანსური მხარდაჭერა, ამერიკელი ექპერტების სისტემატური საკონსულტაციო დახმარების უზრუნველყოფა.

კონკურსზე წარმოდგენილი იქნა ტექნოლოგიური ხასიათის, კომერციულ, სამოქალაქო (არასამხედრო) ამოცანებზე ორიენტირებული 30 საპროექტო წინადადება. ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის მიერ მოხსნილი იქნა 10 პროექტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ - 1 პროექტი.

კონკურსის პირველ ეტაპზე, აშშ-ს და ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების შესაბამისად შემდგომი განხილვისთვის 19 პროექტიდან შერჩეული იქნა 10 საპროექტო წინადადება.

აღნიშნული საპროექტო წინადადებების განხილვა მოხდა ე.წ. საინოვაციო ფორუმზე აშშ-ს და ქართველ ექსპერტთა მიერ შემდგარი კომისიის წინაშე. კომისიის გადაწყვეტილებით ერთობლივი დაფინანსებისთვის შეირჩა 5 პროექტი.
გამარჯ¬ვე¬ბული პროექტები დამტკიცდა ფონდის სა¬მეცნიერო საბჭოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით.

იხ. გამარჯვებული პროექტების სია.

share