GEO ENG
 

 







 

2012-12-17
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურს 2013 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტების ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის   სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
      

 საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენის ვადები

კონკურსში მონაწილეობისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ონლაინ წარდგენა შესაძლებელია 2012 წლის 18 დეკემბრიდან:

  • არა უგვიანეს 2013 წლის 4 იანვრისა - 2013 წლის 20 იანვრიდან  თებერვლის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
  • არა უგვიანეს 2013 წლის 20 იანვრისა - 2013 წლის მარტი-აპრილში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
  • არა უგვიანეს 2013 წლის 20 მარტისა - 2013 წლის მაისი-ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
  • არა უგვიანეს 2013 წლის 20 მაისისა - 2013 წლის ივლისი-აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
  • არა უგვიანეს 2013 წლის 20 ივლისისა - 2013 წლის სექტემბრი-ოქტომბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
  • არა უგვიანეს 2013 წლის 20 სექტემბრისა - 2013 წლის ნოემბერი-დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის.

ვადის დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის საკონკურსოდ არ განიხილება.

 

კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობებათ პასუხი დაფინანსების  შესახებ  ფონდის ვებ-გვერდის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების  შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

ბრძანება;

 

კონკურსის  პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები;

შეფასების კრიტერიუმები;

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N 231 ბრძანებულება;

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის #30 დადგენილება;

საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება„

 

 


პროგრამის კოორდინატორი ეკატერინე ბუთლიაშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული
ტელ: +  (995 32) 2 200 220 (შიდა 4222);
ელ-ფოსტა: ekaterine@rustaveli.org.ge

share