GEO ENG
 

 







 

2013-04-25
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრების შესარჩევი პირველი და მეორე ტურები 27 – 28 აპრილს გაიმართება.

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი, კომპიუტერული ცენტრი.

შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).

ინფორმატიკის 25-ე საერთაშორისო ოლიმპიადა IOI 2013 ავსტრალიაში 6-13 ივლისს გაიმართება.

ინფორმატიკის 25-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევ ტურებში მონაწილეთა სია

share