GEO ENG
 

 







 

2012-11-21
ხვარაზმის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე პირთა და ასევე საუკეთესო პროექტების გამოვლენის მიზნით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ყოველწლიურად იმართება ხვარაზმის საერთაშორისო ფესტივალი.
აღნიშნულმა ფესტივალმა თავისი 25-წლიანი არსებობის მანძილზე გამოავლინა როგორც ირანული, ასევე მსოფლიოს 43 ქვეყნის საუკეთესო სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტი და მოიპოვა ოცზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა.

26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება 2013 წლის თებერვლის პირველ კვირას.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფესტივალის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით: www.en.khwarizmi.ir ; http://www.khwarizmi.ir/English/index.asp#

მოკლე ინფორმაცია მონაწილეობისთვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში:
სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში:
სახელმძღვანელო ცნობარი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში.

share