GEO ENG
 

 







 

2012-11-21
”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” პირველი ეტაპის შედეგები

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” კონკურსში დარეგისტრირდა 37 საპროექტო განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

 ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკური მეცნიერებები-9 პროექტი
 საინჟინრო მეცნიერებები, /მაღალტექნოლოგიური მასალები- 2 პროექტი
 მათემატიკური მეცნიერებები/ მათემატიკა, მექანიკა- 1 პროექტი
 ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები- 7 პროექტი
 სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები 12 პროექტი
 სამედიცინო მეცნიერებები- 3 პროექტი
 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო- 2 პროექტი
 აგრარული მეცნიერებები-1 პროექტი

პროექტები შესაფასებლად გადაეცა დამოუკიდებელ ექსპერტებს. მათი შეფასებების საფუძველზე ფონდმა დაადგინა პროექტების რანჟირებულ ნუსხა.
კონკურსის დებულების თანახმად, ის პროექტები, რომლებიც შეფასდნენ 75 და უფრო მაღალი ქულით გადავიდნენ შეფასების მეორე საფეხურზე.
მეორე საფეხური ითვალიწინებს ხანმოკლე პრეზენტაციის გაკეთებას ფონდის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის წინაშე. პრეზენტაცია-გასაუბრების გამართვის მიზანია წარდგენილი საგრანტო განაცხადით გათვალისწინებული კვლევის ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი უცხო ენის ცოდნის, სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების უცხოეთში გავლის აუცილებლობისა და წარდგენილი საგრანტო პროექტის დასაბუთებულობის მიხედვით კონკურსანტების შეფასება.
საკონკურსო კომისია იმუშავებს 2012 წლის 26 და 27 ნოემბერს.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში:

share