GEO ENG
 

 







 

2012-11-12
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ”კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით”

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში” კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” დარეგისტრირდა 25 საპროექტო განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

მათემატიკური მეცნიერებები/ მათემატიკა, მექანიკა-2 პროექტი;
ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები-7 პროექტი;
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები -9 პროექტი;
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო-7 პროექტი.

განცხადება 2012 წლის სახელმწიფო გრანტების კონკურსში ”კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” არ წარმოადგინა კონკურსის ერთმა მონაწილემ.
წინამდებარე საგრანტო კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის შედეგად მოიხსნა 3 ხარვეზიანი პროექტი.

1.SC/30/6-410/12
„მდინარე მტკვრის და მასში დაჭერილი თევზის ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ტოქსიკოლოგიური ანალიზი“;

2. SC/26/10-150/12
„მცენარეული ნაყოფის კომპლექსური გამოყენება“;

3.SC/19/6-400/12
„პერიოდული სისტემა და აღმოჩენებით სწავლება“.

დანარჩენი პროექტები შესაფასებლად გადაეცა დამოუკიდებელ ექსპერტებს. მათი შეფასებების საფუძველზე ფონდმა დაადგინა პროექტების რანჟირებულ ნუსხა.
კონკურსის დებულების თანახმად ის პროექტები, რომლებიც შეფასდნენ 86 და უფრო მაღალი ქულით, გადავიდნენ შეფასების მეორე ეტაპზე. შეფასების მეორე ეტაპი ითვალისწინებს ხანმოკლე პრეზენტაციის გაკეთებას ფონდის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის წინაშე.
კომისიის სხდომა შედგება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 13 ნოემბერს, 15:00. მისამართი მ.ალექსიძის 1. III სართული.

კონკურსის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში.

share