GEO ENG
 

 







 

2012-07-25
ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ხუთივე წევრი დაჯილდოვდა

საქართველოს მოსწავლეთა ფიზიკის ნაკრები გუნდი საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნაკრების წევრებსა და მწვრთნელთა შემადგენლობას დღეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დახვდა. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ფიზიკის 43-ე ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდის ხუთივე წევრი დაჯილდოვდა. ოლიმპიადაში, რომელშიც მსოფლიოს 86 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველოს წარგზავნილებმა 4 ბრინჯაოს მედლისა და 1 სიგელის მოპოვება შეძლეს. 
                                                                                                                                                                                                                                2012 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სკოლების 19 მოსწავლისგან დაკომპლექტებული ოთხი ნაკრები მონაწილეობს. მათემატიკისა და ბიოლოგიის გუნდები არგენტინიდან და სინგაპურიდან 1 ბრინჯაოსა და 4 საპატიო სიგელით უკვე დაბრუნდნენ. ინფორმატიკის ნაკრები კი იტალიაში დაგეგმილ ოლიმპიადაზე სექტემბერში გაემგზავრება.
                                                                                                                                                                                                                           ნაკრები გუნდების შერჩევა-მომზადება და ოლიმპიადებზე გამგზავრება შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო. გუნდების ყველა წევრმა საერთაშორისო კომიტეტების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი ერთთვიანი სპეციალური მომზადების კურსი გაიარა.

share