GEO ENG
 

 







 

2012-07-09
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2012 წლის საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2012 წლის საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვებულია 11 საპროექტო წინადადება, რომელთა შეფასებამ ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ შეადგინა საშუალოდ 80 ქულაზე მეტი.

მეორე ეტაპზე დაშვებული საპროექტო წინადადებების და მათი ავტორების/აპლიკანტების მომზადების დონის შეფასება მოხდება JÜLICH-ის მიერ. სხვასთან ერთად, გათვალისწინებული იქნება JÜLICH-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე. კერძოდ, თბილისის სემინარსა და ბათუმის საზაფხულო სკოლაზე (შესაბამისად 2012 წლის 6-10 აგვისტო და 13-17 აგვისტო) აპლიკანტთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების სამეცნიერო ღირებულება, პროფესიული აქტივობის დონე, ინგლისური (ან გერმანული) ენის ცოდნა.

აღნიშნულ ღინისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე აპლიკანტებმა უნდა მიმართონ მათი უნივერსიტეტების სამეცნიერო დეპარტამენტებს და შესაბამისი ფაკულტეტების ხელმძღვანელობას. 

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2012 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში.

share