GEO ENG
 

 







 

2012-07-06
ქართველი მეცნიერები ბეტონის ახალი ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობენ

ქართველი მეცნიერები ნანოტექნოლოგიების გამოყენებით ახალი თაობის ბეტონების ტექნოლოგიების შექმნაზე მუშაობენ.

სამეცნიერო კვლევის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და სასამართლო ექსპეტიზის ეროვნული ბიუროს დირექტორის მოადგილე გაეცნენ.

სამეცნიერო ჯგუფი გაუმჯობესებული ულტრამაღალი თვისებების ბეტონის სახეობის შექმნაზე ორი წლის განმავლობაში იმუშავებს. ახალი პროდუქტი გამორჩეული იქნება სიმტკიცით, საიმედოობით და არ იქნება მიდრეკილი ბზარების წამოქმნისკენ. ახალი სტრუქტურის ბეტონი ნანოკრისტალებისა და ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით მიიღება.

სამეცნიერო ჯგუფის თქმით, კვლევის შედეგად შექმნილი ბეტონი წარმატებით დაინერგება სამშენებლო სფეროში, რადგან ის ხელს შეუწყობს ნაგებობათა მდგრადობის და სეისმომედოგობის გაზრდას. ახალი პროდუქტი გამოყენებული იქნება ჰიდროექლექტროსადგურების, ხიდების, გვირაბების, აეროდრომების, საავტომობილო გზების მშენებლობაში.

სამეცნიერო პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში 180 000 ლარამდე აფინანსებს. კვლევა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში მიმდინარეობს.

share