GEO ENG
 

 







 

2012-06-30
სულხან სისაურმა კონკურსში „ქართული კალიგრაფია“ ფონდის ფავორიტი დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა კონკურსის „ქართული კალიგრაფიის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.

დღესვე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ირინე ქურდაძემ მათ ფასიანი საჩუქრები გადასცა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა კი ფონდის ფავორიტი გამოავლინა და დააჯილდოვა. სულხან სისაურმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს მარიამ მათიაშვილს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ფარგლებში გამოცემული წიგნები - „მშენებელი ოსტატები შუა საუკუნეების საქართველოში“, ”არქირექტურის რესტავრაცია საქართველოში” და ”ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი” გადასცა.

კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღისადმი მიძღვმილი „დამწერლობის ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და კალიგრაფიის თემით დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს. კონკურსის მიზანია ქართული დამწერლობის, როგორც კულტურული ფენომენის პოპულარიზაცია და საუკუნეების ტრადიციის მქონე ქართული კალიგრაფიული სკოლის აღორძინება.

კონკურსის ფავორიტი ნამუშევრები გამოავლინეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და სხვა ორგანიზაციებმა.

share