GEO ENG
 

 







 

2012-06-27
შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა

შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. შესაბამისი ვებ-გვერდი www.qim.ge საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიქმნა.

პორტალზე თავმოყრილია IV–XVIII საუკუნეებში მოღვაწე ქართველი საერო და სასულიერო პირების შესახებ როგორც სამეცნიერო, ასევე ვიზუალური მასალა. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მეფეების, წმინდანების, საეკლესიო პირების, მაშენებლების, მწერლებისა და სხვათა ცხოვრებასა და მოღვაწეობას, საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას, ისტორიული პერსონებისადმი მიძღვნილ სტატიებს. ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ქართული ხუროთმოძღვრების, ჭედურობის, ნაქარგობისა და ხელნაწერების შესახებ.

პორტალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე განხორციელებული სამწლიანი სამეცნიერო კვლევის ფარგლებში შეიქმნა. მასზე მაღალკვალიფიციურ მეცნიერთა ჯგუფი მუშაობდა. სამეცნიერო პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 150 000-მდე ლარით დააფინანსა.

ვებ-გვერდი საინტერესოა დარგის სპეციალისტებისთვის, მოზარდებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ პირებისთვის. ამასთან, ის პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

share