GEO ENG
 

 







 

2012-06-26
საქართველოს 4 ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადები 2012-სთვის ემზადება

საქართველოს ნაკრები გუნდები საერთაშორისო ოლიმპიადები 2012-სთვის ემზადება. ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის ოლიმპიადებზე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 19 მოსწავლე გაემგზავრება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ნაკრები გუნდების წევრები სპეციალური მომზადების ერთთვიან კურსს გადიან. ექვსსაათიანი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მათ ყოველდღიურ რეჟიმში თბილისსა და დაბა ბაკურიანში უტარდებათ. მოსწავლეებს მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფები საერთაშორისო ოლიმპიადების კომიტეტების მიერ დადგენილი პროგრამებით ამზადებენ.

ნაკრები გუნდების შერჩევა-მომზადებასა და ოლიმპიადებზე გამგზავრებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს.

არგენტინაში, სინგაპურში, ესტონეთსა და იტალიაში ქართველი მოსწავლეები ივლისსა და სექტემბერში გაემგზავრებიან.

share