GEO ENG
 

 







 

2012-06-23
თურქეთელი ქართველების ეთნიკური იდენტობა

ქართველი და თურქი მეცნიერები თურქეთელი ქართველების ეთნიკური იდენტობის გადარჩენისა და განვითარების გზებზე მსჯელობენ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დაესწრო.

40-მდე ქართველი და უცხოელი მკვლევარი მოხსენებებს თურქეთის ქართველთა ისტორიის, მატერიალური და სულიერი ფასეულობების, ტრადიციული კულტურის, ყოფისა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლების შესახებ გააკეთებს. ღონისძიებაში თურქი მეცნიერები და თურქეთში კულტურის ცენტრების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

კონფერენციის ფარგლებში ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების და თურქეთელი ქართველი საზოგადო მოღვაწეების სახმედ ოზქან მელაშვილის, ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძის), ოთარ გიგინეიშვილის, ფრიდონ ხალვაშის ცხოვრების ამსახველი ექსპოზიცია გაიმართა. სამდღიანი სამეცნიერო ღონისძიება ახმედ ოზქან მელაშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

share