GEO ENG
 

 







 

2012-06-22
ინოვაციური ტექნოლოგიური კვლევების ხელშემწყობი ახალი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეცნიერებაში ბიზნეს-სექტორის აქტიური ჩართვის კუთხით მუშაობას განაგრძობს. საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიური ხასიათის კვლევების განვითარებისა და მათი კომერციალიზაციის მიზნით მიმდინარე წელს კიდევ ერთი ახალი მსხვილბიუჯეტიანი კონკურსი გამოცხადდება.

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში დღეს პირველი მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც კონკურსის პროექტსა და ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს. პროგრამის შემუშავებაში ფონდის ხელმძღვალებთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, მეცნიერები, მერიის, ბიზნესის და საქპატენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საგრანტო კონკურსის დებულება ტექნოლოგიების ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დაინტერესებული მხარის რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩამოყალიბდება.

კონკურსის მიზანია სამეცნიერო ჯგუფებისა და ბიზნესის დაახლოება და ისეთი კვლევების დაფინანსება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შექმნა-დამუშავებას.

თითოეულ გამარჯვებულ პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლევის ხანგრძლივობის მიხედვით 25-დან 75 ათას ლარამდე დააფინანსებს.

share