GEO ENG
 

 







 

2012-06-12
ახალი კონკურსი ინოვაციური ტექნოლოგიებისათვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახლო მომავალში გეგმავს ინოვაციური ტექნოლოგიებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამოცხადებას. ამ კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების განვითარებას, კვლევების კომერციალიზაციას, სამეცნიერო ჯგუფებისა და ბიზნეს სექტორის დაახლოებას, კვლევების დაფინანსებაში კერძო სექტორის მონაწილეობის სტიმულირებას.

ამ პროგრამის განსახორციელებლად ფონდში უკვე მომზადებულია კონკურსის დებულების პროექტი (იხილეთ ბმული დოკუმენტები). ამასთანავე, კონკურსის გამოცხადებამდე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ დებულების პროექტის გაცნობა ყველა შესაძლო მონაწილისა და დაინტერესებული პირისათვის. მივესალმებით ნებისმიერი შენიშვნასა და მოსაზრებას მომავალი კონკურსის შესახებ.

ამა წლის 21 ივნისს 16 საათზე ფონდში დაგეგმილია ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსის თაობაზე მრგვალი მაგიდის მოწყობა. ყველა მსურველს ვიწვევთ ამ შეხვედრაზე დებულების პროექტის თაობაზე სამსჯელოდ.

21 ივნისამდე მოსაზრებებისა და შენიშვნების მოწოდება შესაძლებელია, აგრეთვე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: dep_science@rustaveli.org.ge

ჩვენი მისამართია: მ.ალექსიძის 1, 0193, თბილისი

საკონტაქტო პირი: რევაზ ასათიანი, სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ტელ: 2200220-4133, მობილური: 577 757274

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

share