GEO ENG
 

 







 

2012-06-08
ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის 2012 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლ(ებ)ის ორგანიზება, ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა და მეცნიერთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია.

2012 წლის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის გრანტების კონკურსის ფარგლებში ოთხი პროექტი დაფინანსდა:

 

  1. SS/1/1-20/12 ,,საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა 2012”, საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი - ელგუჯა ხინთიბიძე, ორგანიზაცია: ქართველოლოგიური სკოლის ფონდი;
  2. SS/3/1-10/12 ,,ქართული დამწერლობა”, საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი - ბუბა კუდავა, ორგანიზაცია - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი;
  3. SS/4/1-20/12 ,,თარგმანის სერთაშორისო საზაფხულო სკოლა”, საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი - ზაზა აბზიანიძე, ორგანიზაცია: კროს–კულტურული უნივერსუმი (CCU);
  4. SS/5/1-60/12 ,,დმანისის საზაფხულო სკოლა”, საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი - ჯიმშერ ჩხვიმიანი, ორგანიზაცია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. ორგანიზაციიის ხელმძღვანელის წერილი ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე;
  2. პროექტისათვის გახსნილი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ).
share