GEO ENG
 

 







 

2012-06-05
ვინ და როგორ ქმნიდა შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურას

”ხუროთმოძღვრები და მშენებელი ოსტატები შუა საუკუნეების საქართველოში” - ქართველ მეცნიერთა კვლევითი ნაშრომისა და ილუსტრირებული გამოცემის პრეზენტაცია დღეს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. სამეცნიერო პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის ფარგლებში 80 000 ლარით დააფინანსა.

ორი წლის განმავლობაში ქართველ მეცნიერთა ჯგუფი შუა საუკუნეების ქართულ სამშენებლო ხელოვნებას, მშენებელთა საზოგადოებრივ სტატუსს, დამკვეთებთან ურთიერთობას და იმ მეთოდებს, ხერხებსა და მასალებს სწავლობდა, რომლებსაც ოსტატები შენობების დაპროექტების და აგებისას იყენებდნენ.

წიგნში თავმოყრილია წერილობითი ცნობები არა მარტო ნაცნობ, არამედ დღემდე უცნობ ხუროთმოძღვართა და კალატოზთა შესახებ.

კვლევა მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო, ასევე შემეცნებითი კუთხით. წიგნი საინტერესო იქნება სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებისთვის, მათ შორის, ისტორიკოსებისთვის, არქიტექტურის ისტორიკოსებისთვის, არქეოლოგებისთვის და ზოგადად, საქართველოს წარსულითა და ქართული ხუროთმოძღვრებით დაინტერესებული პირებისთვის.

პროექტი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ბაზაზე განხორციელდა.

share