GEO ENG
 

 







 

2012-05-18
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსს აცხადებს

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის  კონკურსის  მიზანია საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე წარმატებულ თანამემამულეებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ხელშეწყობა. საგრანტო დაფინანსება დაეხმარება საქართველოში მომუშავე მკვლევრებს, უკეთ გაეცნონ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ერთობლივი პროექტების განხორციელება ქართული სამეცნიერო დიასპორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობ-ლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:
1. მკვლევართა ჯგუფს, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის ჩატარებას საბაზო ორგანიზაციის ბაზაზე.
საბაზო ორგანიზაცია შესაძლოა იყოს: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამარ¬თლი¬ს იურიდიული პირი, საქართველოს საპატრიარქო, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს 24, 30 ან 36 თვე.
ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება 24–თვიანი პროექტებისთვის უნდა იყოს არაუმეტეს 100 000 ლარისა, 30–თვიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 125 000 ლარისა და 36–თვიანი პროექტებისათვის – არაუმეტეს 150 000 ლარისა.

პროექტის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია, საბოლოო წარდგენის ჩათვლით, შესაძლებელი იქნება 2012 წლის 28 მაისიდან პირველი ივლისის 24 სთ-მდე, ხოლო დოკუმენტები ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 9 ივლისის 18 საათისა.

 


საკონტაქტო პირი: ანი ჩიქოვანი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4033), მობ: 577 74 14 47
ელ-ფოსტა: chikovani@rustaveli.org.ge

share