შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ყველაზე ხანდაზმულ აკადემიკოსს, ქალბატონ ნინო ჯავახიშვილს ესტუმრნენ და დამდეგი შობა მიულოცეს.
ესპანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ფილიპე ბურბონის ფონდი, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მეცნიერების, კულტურის და სხვა სფეროების წარმომადგენლებს, 2011 წლისათვის გახსნილად აცხადებს ნომინაციების მიღებას.
ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის ნახვა ელექტრონული ფორმით გახდა შესაძლებელი. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პროექტის ”ქართული ხელნაწერი წიგნი” პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილენოდარ სურგულაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს შეხვდნენ.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ”სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად” ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული პროექტი: ”ვაშენებთ საქართველოს”.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს წმინდა ბარბარეს დღესასწაული მიულოცეს.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის #171 დადგენილების საფუძველზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად.
მეცნიერებაში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში შეხვედრებს განაგრძობს.