GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-06-29   

16 ვნისს, გერმანიის ქალაქ იულიხში, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა და იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა სებასტიან მ. შმიდტმა მოაწერეს.>>>

2015-06-26

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნი­ერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას.

>>>
2015-06-25

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შე­უწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სა­მეც­ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

>>>
2015-06-23

ფონდი „ეროვნული მემკვიდრეობა დემოკრატიისთვის“ (National Endowment for Democracy) აცხადებს რეიგან-ფესელის სტიპენდიას დემოკრატიის განვითარებისთვის. განაცხადის შეტანა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს გამოცდილება ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართალმცოდნეობის, სამოქალაქო აქტივობის მიმართულებით. ასევე, აპლიკანტი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი (სასურველია მათ ჰქონდეთ ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი- PHD).           

>>>
2015-06-22

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება! საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში უნდა წამოადგინონ მათ მიერ შევსებული ნომინაციის ფორმა (დანართი 3). მას თან უნდა ერთვოდეს დოკუმენტები, რომელშიც წარმოჩენილი იქნება: 1. კანდიდატის მიღწევები 2. ნომინანტის საქმიანობის, გამოცემებისა თუ სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მოკლე შეფასება. 3. დასაბუთება/განმარტება თუ რატომ უნდა მიიღოს კონკრეტულმა ნომინანტმა კარლოს ფინლეის პრიზი. რეკომენდატორი კი მხოლოდ, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიაა, სადაც საბოლოოდ თავს იყრის საქართველოდან გასაგზავნი დოკუმენტები.

>>>
2015-06-22

საპროექტო წინადადება ეხება ტვინის კომუნიკაციას, რომელიც ხორციელდება ნეირონული გზებითა და ელექტრული აქტივობით, რაც  ქმნის ტვინის ტალღებს. ამ ტალღების შესწავლა შესაძლებელია ეეგ-ს (ელექტროენცეფალოგრაფიის) მეთოდით. თვისობრივად განსხვავებული ტალღები, ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას. ტვინის ტალღების გაშიფვრით შეიქმნება ტვინის პროტოკოლი, რომელიც უფრო ნათელს გახდის მეხსიერებისა და კომუნიკაციის  ბუნებას.

>>>
2015-06-22   კვლევითი ცენტრი „ელექტონიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინსტიტუტი“ ეძებს პარტნიორს, „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საპროექტო წინადადება უნდა მომზადდეს სოციალური პრობლემების მიმართულებით გამოცხადებული კონკურსისთვის -  „დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“ .>>>
2015-06-20  

 საინფორმაციო ტექნოლოგიებზე (IT) ერთობლივად მოუშავე გუნდი, თურქეთიდან და ფინეთიდან, ეძებს პარტნიორს, „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საპროექტო წინადადება უნდა მომზადდეს  გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების დაინტერესებას სამეცნიერო განათლებისა და კარიერის მიმართულებით. >>>

2015-06-19

შპს ამბიესენსი“( AmbieSense LTD ) „ჰორიზონტი 2020-ის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეძებს პარტნიორს. საპროექტო წინადადება შეეხება გამოცხადებულ კონკურსს, „კლიმატური ცვლილებებითა და სტიქიით განპირობებულ უბედურებებთან გამკლავება: საზოგადოების დაცვისა და გადარჩენის უზრუნველყოფა, კლიმატურ ცვლილებთან ადაპტირება“, კერძოდ მესამე თემას -„სტიქიური უბედურებებისა დაკლიმატური ცვლილებების ზეგავლენის შემსუბუქება კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიებზე, სტრუქტურებსა და არტეფაქტებზე“.

>>>
2015-06-19

19 ივნისს, 11 საათზე რუსთაველის ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „ჰორიზონტი 2020“-ის მიერ გამოცხადებული კონკურსების საინფორმაციო დღე.

>>>
[1]... > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] ... > [71]