GEO ENG
 

 







 

2013-11-11

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ,,კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საკონკურსოდ დარეგისტრირდა 53 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 7 ნოემბრის N61 ბრძანებით, ტექნიკური ექსპერტიზის დროს გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, კონკურსიდან ,,კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მოიხსნა 7 საკონკურსო განაცხადი.

>>>
2013-10-25

აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ „ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა მხარდაჭერის” 2013 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადები გრძელდება.

>>>
2013-10-09

ორშაბათს, 7 ოქტომბერს 15:00 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშომლები საკონსულტაციო შეხვედრას გამართავენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში.

>>>
2013-10-04 პროექტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება JICA-ს მოთხოვნებთან განვითარებადი ქვეყნებისათვის და JST-ს მოთხოვნებთან იაპონიის მხარისთვის, დაიშვება შემდგომი განხილვისთვის. >>>
2013-10-03

კონკურსისთვის საჭირო დაფინანსება მიღებულია DTRA-ს მიერ CRDF Global-ისადმი მინიჭებული ფუნდამენტური კვლევების გრანტის  #HDTRA1-11-1-0061 ფარგლებში.

>>>
2013-09-27 პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 30 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის 24 სთ-მდე; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2013 წლის 29 ოქტომბრის, 18:00 საათი; >>>
2013-09-27 პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 30 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის 24 სთ-მდე; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 5 ნოემბრის 18:00 საათი.ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება. >>>
2013-09-27

განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე (იხ: განცხადების ფორმა);
პირადობის მოწმობის სრული ასლი;
მიწვევის და მოხსენების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები (თარგმანთან ერთად);
პირადი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ).

>>>
2013-09-16

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2013 წლის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით ფონდმა JÜLICH-დან მიიღო ახალი ოფიციალური განაცხადი (3), რომელშიც გერმანელი მეცნიერი გამოთქვამს სამეცნიერო პროექტში ახალგაზრდა ქართველი მკვლევარების ჩართვის სურვილს, სადოქტორო დისერტაციებზე მათი მუშაობის ფარგლებში.

>>>
2013-09-10

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2013“ აცხადებს. საკონკურსო პროგრამის დეტალებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [10]