GEO ENG
 

 







 

2011-08-24

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობის საგრანტო კონკურსის ვადებს აგრძელებს.

>>>
2011-08-22

“სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2011 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მიზანია ქართველ და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა, ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ფინანსური ხელშეწყობა.

>>>
2011-08-09

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში.

>>>
2011-08-04

შოთა რუსთაველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ორი პროექტი დაფინანსდა. ”ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2011” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ხელმძღვანელობით უკვე მიმდინარეობს.

>>>
2011-08-04

სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების საგრანტო კონკურსის მიზანია სკოლების კომპიუტერიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის პროცესში სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების დანერგვა.

>>>
2011-08-03

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერებს უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას დაუფინანსებს.

>>>
2011-08-01

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩნენ და დაფინანსდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.

>>>
2011-07-29

2011 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 68 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 23 მეცნიერი შეარჩია.

>>>
2011-07-21

საქართველოს ფიზიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადა 2011-დან დაბრუნდა. ტაილანდის დედაქალაქში გამართულ ფიზიკის 42-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრები 2 ბრინჯაოს მედლითა და სამი საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ.

>>>
2011-07-19

თემატური საკონფერენციო საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მეცნიერულ კვლევასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო ან ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის, კონგრესის, სიმპოზიუმის ან სემინარის დაფინანსების გზით.

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [12]