GEO ENG
 

 







 

2010-10-08

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), იაპონიის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროსა (MEXT) და იაპონიის მეცნიერებისა ტექნოლოგიების სააგენტოს (JST) ერთობლივი ძალისხმევით 2008 წლიდან დაიწყო უნიკალური პროგრამის განხორციელება - “გლობალურ საკითხებში სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა”, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებთან სამეცნიერო-ტექნოლოგიური კოოპერაციის ხელშეწყობა.

>>>
2010-10-08

2010 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ოქტომბრის თვეში დაგეგმილი ღონისძიებისათვის საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 10 მეცნიერი შეარჩია.

>>>
2010-10-07

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის პროექტი - ”აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის პირველი ნაწილის (10 ტომი) გამოსაცემად მომზადება”, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2008 წლის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

>>>
2010-10-06

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, 5 ოქტომბერს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია "ტაო–კლარჯეთი – ისტორია და პერსპექტივები უახლესი კვლევების ფონზე" .

>>>
2010-10-06

საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის VI ეროვნული კონგრესი, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საკონფერენციო გრანტების ფარგლებში დაფინანდა.

>>>
2010-09-27

კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოს თანამშრომლობის გაფართოება და გაღრმავება საფრანგეთის რესპუბლიკისა და მეზობელ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან.

>>>
2010-09-23

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

>>>
2010-09-23

2010 წლის 20-21 სექტემბერს სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” გამართულ საერთაშორისო ფორუმში 25-მა საზღვარგარეთ მოღვაწე და 70-მდე ადგილობრივმა ქართველმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა.

>>>
2010-09-17

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ 17 სექტემბრის #1 სხდომაზე დაამტკიცა 2010 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტები. საკონკურსო კომისიამ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა საკონკურსოდ შემოსული 42 განაცხადი და მათ შორის 5 გამარჯვებული გამოავლინა.

>>>
2010-09-17

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს პირველი სხდომა  17 სექტემბერს გაიმართა. სამეცნიერო საბჭოს სხდომა გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

>>>
[1] > [2] > [3] > [4]