GEO ENG
 

 







 

2015-10-06
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, მიმდინარე წლის 15 – 16 ოქტომბერს, პოლონეთში, ჟეშოვის უნივერსიტეტში მიმდინარე მე-4 საერთაშორისო კონფერენციის - „Caucasus over the Centuries – Aspects and Factors of the Region’s Multidimensionality’’ შესახებ

ღონისძიების ორგანიზატორები არიან:

ჟეშოვის უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტი;

ადამ მიცკევიჩის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი;

აკადემიური ჟურნალი ,,Kavkaz – Past – Present – Future;’’

ჟეშოვის უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტის სტუდენტებისა და დოქტორანტების აკადემიური საზოგადოება;

უმაღლესი განათლების სახელმწიფო სკოლის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი.

 

კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური წრეების იმ წარმომადგენლებს, ვინც დაინტერესებულია კავკასიის საკითხებით. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კვლევის შედეგების  ინტერდისციპლინარულ გარემოში წარმოდგენა და პოლონეთისა და კავკასიის მეცნიერთათვის აზრთა დაცვლისა და დისკუსიის შესაძლებლობის მიცემა.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი პანელები:

,,თანამშრომლობა პოლონეთისა და კავკასიის აკადემიურ ცენტრებს შორის - შესაძლებლობები, ფინანსური და საორგანიზაციო საკითხები“

,,ჩვენი თავისუფლებისთვის და ახალგაზრდებისთვის: 1) კავკასიაში ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილე პოლონელები  2) კავკასიის ერები პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში;

სკონფერენციის საპატიო პატრონაჟით უზრუნველყოფს:

The Marshall of the Podkarpackie Voivodeship

ქ. ჯეშოვის მერი

ასოციაცია ,,პოლონეთის სათვისტომო“ / Association „Polish Community” ჟეშოვის ფილიალი.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, გაეცნოთ ელექტრონულ ბროშურას  

საპლიკაციო ფორმა კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად

share