GEO ENG
 

 







 

2015-07-23
რუსთაველის ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს მექანიკოსთა კავშირის VI ყოველწლიური კონფერენციის შესახებ

კონფერენციის თემატიკა

 

1.        მყარ დეფორმად სხეულთა მექანიკა;

2.        ჰიდროაერომექანიკა;

3.        დრეკად მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები;

4.        გამოყენებითი მექანიკა;

5.        საფრენი აპარატების მექანიკა;

6.        ანალიზის მონათესავე საკითხები.

 

 

 

ფორმატი და სტრუქტურა

 

დაგეგმილია 35 წუთიანი მიმოხილვითი მოხსენებები და კონკრეტულ შედეგთან დაკავშირებული 20 წუთიანი მოხსენებები. 

 

მონაწილეობის მიღების მსურველებმა, როგორც ეს პირველ ინფორმაციიდან იყო ცნობილი, ა.წ. 15 აგვისტომდე უნდა მიაწოდონ მოხსენების სათაური და მოკლე ანოტაცია ვალერი მიქაძეს (e-mail: vmikadze@mail.ru). მოხსენების თეზისი წარმოდ­გე­ნი­ლი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე თანდართული შაბლონების შესა­ბა­მი­სად და თითოეული არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის ერთ გვერდს (ქართულ ენაზე წარმოდგენილი თეზისის სათაური აკრეფილი უნდა იყოს AcadMtavr შრიფტის გამოყენებით 11pt. ზომის ასოებით; ავტორი - AcadNusx, 11pt.; მისამრთი - AcadNusx, 10pt.; ტექსტი - AcadNusx, 11pt. ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი თეზისის სათაური, ავტორის სახელი და გვარი, ტექსტის ზომა უნდა იყოს 11 pt., შრიფტი Times New Roman, სამუშაო ადგილი და მისამართი - 10 pt. გთხოვთ, შაბლონში ნუ შეცვლით ფურცლის და მინდვრის ზომებს). ვვარაუდობთ სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეულ მოხსენებათა ანოტაციების წინასწარ გამოცემას და კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებების შერჩევით, რეცენზირების შემდეგ, გამოქვეყნებას ჟურნალებში: Applied Mathematics, Informatics, and Mechanics (http://www.viam.science.tsu.ge/Ami/Main.htm) და Bulletin of TICMI (http://www.viam.science.tsu.ge/others/ticmi/blt/bulletin.htm,

http://www.emis.de/journals/ticmi/blt/bulletin.htm).

 

კონფერენციის სარეგისტრაციო შესატანია 80 ლარი (კავშირის წევრებისათვის 50 ლარი). სარეგისტრაციო შესატანი შეიძლება ჩარიცხულ იქნეს თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტის შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

 

მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“; ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღების დასახელება: კავშირი „თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტი“

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE26BG0000000181896100

თანხის დანიშნულება: მონაწილის (სახელი, გვარი) სარეგისტრაციო შესატანი 80 (ან 50) ლარი.

 

 

ორგანიზატორები

 

·         საქართველოს მექანიკოსთა კავშირი

·         საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

·         ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

-         ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი

-         ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

·         თბილისის საერთაშორისო ცენტრი მათემატიკასა და ინფორმატიკაში

 

 

საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი

 

თანათავმჯდომარეები:

ტეფნაძე სერგო  (საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, საქართველო)

ჯაიანი გიორგი  (ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი & ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, საქართველო)

წევრები:

ალტენბახი ჰოლმი (ოტო-გიურიკეს მაგდებურგის უნივერსიტეტი, გერმანია)

ბოჭორიშვილი რამაზი (ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი, საქართველო)

გაბრიჩიძე გურამი (კ. ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი, საქართველო)

გულუა ბაკური (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი & სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო)

დადაიანი, ტიგრან (სომხეთის არქიტექტურის და კონსტრუქციების ეროვნული უნივერსიტეტი, სომხეთი)

დანელია დემური (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო)

ვაშაყმაძე თამაზი (ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი & ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, საქართელო)

კაპანაძე გიორგი (ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, საქართველო)

კვიციანი ტარიელი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო)

კინცლერი რეინჰოლდი (ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია)

კონდრატიევა, ლიდია (სანკ პეტერბურგის არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთი)

კუბეჩკოვა, დარია (ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩეხეთის რესპუბლიკა)

მეუნარგია თენგიზი (ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, საქართველო)

ნატროშვილი დავითი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი & ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი,  საქართველო)

პატარაია დავითი (გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, საქართველო)

რაიჩიკი, იაროსლავ (ჩესტოხოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი)

სმირნოვი, ევგენი (სანკ პეტერბურგის არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთი)

ყიფიანი გელა (საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, საქართველო)

შავლაყაძე ნუგზარი (ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. რაზმაძის მატემატიკის ინსტიტუტი, საქართველო)

ჩინჩალაძე ნატალია (ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი & ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, საქართველო)

 

 

საორგანიზაციო კომიტეტი

 

ბლიაძე, სეითი (საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, საქართველო)

გულუა ბაკური (ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი & სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

მიქაძე ვალერი, სწავლული მდივანი (საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი)

ყიფიანი გელა, თავმჯდომარე (საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი)

ჩინჩალაძე ნატალია, თავმჯდომარის მოადგილე (ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი &  ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი)

ბანკეტი

30 სექტემბერს 19 საათზე დაგეგმილია კონფერენციის ბანკეტის მოწყობა. ბანკეტში მონაწილეობის მსურველებმა € 25 ექვივალენტური თანხა უნდა ჩარიცხოთ საბანკო ანგარიშზე ან გადაიხადოთ რეგისტრაციის დროს.

 

დამატებითი ინფორმოციის მისაღებად დაუკავშირდით კონფერენციის სამდივნოს

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი,

0103 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი № 16

ტელეფონი.: +995 (32) 277 65 71; +995 (32) 277 31 38

ფაქსი:  +995 (32) 277 65 72

                                               

E-mail: vmikadze@mail.ru

 

 

 

 

share