GEO ENG
 

 







 

2015-06-11
ბრიტანული კომპანია „UK Seabed Resources Ltd” და პლიმოსის უნივერსიტეტი (Plymouth University) -ის სასწავლო პროგრამები

ბრიტანული კომპანია „UK Seabed Resources Ltd” და პლიმოსის უნივერსიტეტი (Plymouth University) ახორციელებს  განვითარებადი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, 2 სტუდენტის    სასწავლო  პროგრამის დაფინანსებას.

4 წლიანი სადოქტორო პროგრამა დაიწყება 2015 წლის 1 ოქტომბერს. ერთი სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას პოლიმეტალის კვანძების ანალიზის პროგრამისთვის, მეორე კი გაივლის ტრეინინგს საზღვაო ბიოლოგიის სფეროში სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 20 ივნისი. სააპლიკაციო ფორმა და დამხმარე დოკუმენტები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე : http://www.isa.org.jm/training

ასევე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ მიმაგრებულ ფაილში.  

კანდიდატურების ნომინირება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით:  training@isa.org.jm

share