GEO ENG
 

 







 

2015-05-18
გაგრძელდა იუნესკოს “წიგნიერება 2015 წლის შემდგომ“ კონკურსისთვის განაცხადების მიღების ვადა

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება! იუნესკოს კონკურსთან (“წიგნიერება 2015 წლის შემდგომ“) დაკავშირებით,  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განაცხადების მიღების ბოლო ვადა შეიცვალა.   დაინტერესებულ პირებს საბუთების წარდგენა 12 მაისის ნაცვლად 19 მაისის 16 საათამდე შეეძლებათ.

 

იუნესკომ  კონკურსი “წიგნიერება 2015 წლის შემდგომ“ წიგნიერების საერთაშორისო პრიზების მოსაპოვებლად გამოაცხადა. ეს პრესტიჟული ჯილდოები გადაეცემა მთავრობებს, კერძო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს წიგნიერების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის.

 

წლევანდელი კონკურსის ზოგადი თემაა „წიგნიერება 2015 წლის შემდგომ“. ამავდროულად, კონკურსი ითვალისწინებს ორი პრიზის გადაცემას:

1.      „იუნესკო კონფუციუსის წიგნიერების პრიზი“, რომლის თემაა „სოფლის ზრდასრული მაცხოვრებლები და სკოლადამთავრებული ახალგაზრდები, განსაკუთრებით ქალები და გოგონები“(მაქსიმუმ სამი ნომინაცია)

2.    „იუნესკო მეფე სეჯონგის პრიზი“, რომლის თემაა „ წიგნიერება მრავალენობრივ კონტექსტში“ (მაქსიმუმ ორი ნომინაცია).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია  სააპლიკაციო ფორმის შევსება ინგლისურ ენაზე  და განაცხადის ფორმის შევსება ქართულ ენაზე (განაცხადის ფორმა შეცვლილია). ორივე  შევსებული ფორმა 19 მაისამდე უნდა აიტვირთოს  ელფოსტის შემდეგ მისამართზე unesco.ilp@gmail.com . ასევე, ბეჭდური ვარიანტი უნდა წარმოდგენილ იქნას შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში. განაცხადისა და აპლიკაციის  მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 19 მაისი, 16:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: 

http://www.unesco.org/new/en/education/themes/education-building-blocks/literacy/literacy-prizes/

share