„ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე“
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2015 წლის 7 მაისს 11:00 საათზე გაიმართება ღონისძიება - „ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე“. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ჰორიზონტი2020-ის ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ მომზადებული პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:
„პირველი ნაბიჯები ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის მისაღებად“ - ნათია გაბიტაშვილი - ჰორიზონტი 2020-ის ეროვნული კოორდინატორი;
„გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ჰორიზონტი 2020-ის კონკურსებში კვლევითი პროექტების მომზადებასთან დაკავშირებით“; დოქტ. ვლადიმერ ელისაშვილი - ჰორიზონტი 2020-ის ეროვნული საკონტაქტო პირი კვების უსაფრთხოების, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ზღვისა და საზღვაო კვლევის, და ბიოეკონომიკისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით;
დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა დაუსვას შეკითხვები მომხსენებლებს ჰორიზონტი 2020-თან დაკავშირებულ საკითხებზე.
ღონისძიება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: მ. ალექსიძის # 1; ნულოვან სართულზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა (მეცნიერ-მკვლევარებმა და ინოვაციური პროექტებით დაინტერესებულმა პირებმა) რეგისტრაციისათვის უნდა გააგზავნონ დადასტურების წერილი (სახელი, გვარი, ორგანიზაცია) ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე ananiashvili@rustaveli.org.ge ;
გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ „ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე“.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 მაისი, 2015 წ.
ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე დარეგისტრირებულ პირებს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://www.mes.gov.ge/content.php?id=5680&lang=geo