GEO ENG
 

 







 

2015-04-21
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექციის შესახებ

22 აპრილს, 17:30 საათზე,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21- საუკუნეში.  ლექციას წაიკითხავს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, ალან სვიდლერი. 

ალან სვიდლერი სან-დიეგოს რეგიონსა და მექსიკაში ენერგეტიკის საკითხებს 30-ზე მეტი წელია იკვლევს.  ამჟამად ის Clean Tech San Diego- დირექტორთა საბჭოს წევრია,  რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დამკვიდრებას ემსახურება; პროფესორი სვიდლერი კალიფორნიის ენერგეტიკის კომისიის ენერგეტიკული ინოვაციების მცირე გრანტების პროგრამის დირექტორიცაა. ამ პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი დოლარია, ის მცირე გრანტებს გასცემს ახალი, ინოვაციური კვლევებისთვის ენერგეტიკული ტექნოლოგიების სფეროში.

share