GEO ENG
 

 







 

2015-03-16
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პოლიტიკური კვლევების ევროპული კონსორციუმის (ECPR) მეთოდოლოგიის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარია-კავკასიის აკადემიური ქსელის( ASCN ) სასტიპენდიო კონკურსის შესახებ

პოლიტიკური კვლევების ევროპული კონსორციუმი (ECPR [1]),  რეგულარულად აწყობს საზაფხულო სკოლებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტებისთვის. "ECPR საზაფხულო მეთოდოლოგიური სკოლა დაგეგმილია 2015  წლის 23 ივლისიდან - 8 აგვისტომდე ქ. ლიუბლიანაში. ტრენინგი უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხის თანამედროვე, სოციალური მეცნიერებების სფეროში სპეციალურად შერჩეული მეთოდებისა და მიდგომებისგან.

ტრენინგის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს პერსპექტიულ ახალგაზრდა მკვლევარებს სამხრეთ კავკასიაში. ASCN -ის გადაწყვეტილებით, სოციალური მეცნიერებების  2 დოქტორანტ სტუდენტს საქართველო და სომხეთიდან,  ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ამ 2 კვირიან  საზაფხულო სკოლაში.

 

სრული ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე  http://www.ecpr.eu/Events/EventDetails.aspx?EventID=99

 

 

გთხოვთ,  ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი გაგზავნოთ pdf ფაილით და განაცხადი წარადგინოთ info@ascn.ch-ზე  2015 წლის 20 აპრილს, 20 აპრილის შემდეგ წარდგენილი განცხადებები არ  განხილება.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:  HTTP://WWW.ASCN.CH/EN/GRANTS_SCHOLARSHIPS/ECPR-SUMMER-SCHOOL.HTML

 

[1] http://www.ecpr.eu/

 

 

share