GEO ENG
 

 







 

2015-03-16
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „GRID ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებების დასახმარებლად“ პრეზენტაცია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველ მეცნიერებს GRID-ის საერთაშორისო სისტემაში ჩართვის და მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. პირველი GRID ინფრასტრუქტურა საქართველოში 2009 წელს შეიქმნა საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ში. 2012 წლიდან, თსუ, საქართველოს სამეცნიეროსაგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია - „გრენა“ - სთან თანამშრომლობით ახორციელებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „GRID ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებების დასახმარებლად“.

 

 საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ევროპული კვლევების ზონაში ინტეგრირებისათვის მნიშვნელოვანია  GRID (განაწილებული გამოთვლების) ინფრასტრუქტურის განვითარება. ახალი სერვისების დანერგვა, ახალი კვლევითი გარემო, რომელიც ხელმისაწვდომია ევროპის GRID ინფრასტრუქტურისათვის  და უკვე საქართველოს სამეცნიერო ჯგუფებისთვის, ქართველ მეცნიერებს დაეხმარება სამეცნიერო კვლევის პროცესში. აღნიშნული ინფრასტრუქტურა და შემუშავებული სერვისები ქართველ მეცნიერებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში მონაცემთა ანალიზისა და რთული მოდელირების მასშტაბურ პროცესებში; ასევე განავითარონ თანამშრომლობა წამყვან სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე კოლეგებთან ვირტუალური კვლევითი საზოგადოების ფარგლებში.

 

პროექტის ხელშეწყობით, პირველად საქართველოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2014 წელს შეიქმნა GRID სერტიფიკაციის ორგანო (Certification Authority – TSU CA), რომელიც აღიარებულია მსოფლიოს ყველა GRID სისტემის მიერ.  TSU CA უზრუნველყოფს რომ, ქართველმა მეცნიერებმა ვირტუალური ორგანიზაციის წევრობის შემთხვევაში შეძლონ GRID-ის სერტიფიკატის მიღება და შესაბამისად სამეცნიერო ამოცანების გაშვება საქართველოს და მსოფლიოს GRID ინფრასტრუქტურაზე.

ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ მისამართზეhttp://grid.grena.ge/ ხოლო ინფორმაცია სერტიფიკაციის ორგანოს შესახებ განთავსებულია ვებგვერდზეhttps://grid-ca.tsu.ge/, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ  ინსტრუქციები GRID სერტიფიკატის მიღების, განახლების და მოხმარების შესახებ

მისამართი: . ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107- (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

 

share