GEO ENG
 

 







 

2015-03-10
რუსთაველის ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ქ. ათენში დაგეგმილ VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის ღია კონკურსის შესახებ.

2015 წლის 7-8-9 ოქტომბერს . ათენში   გაიმართება   VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია ეძღვნება  ენერგეტიკისა  და კლიმატის ცვლილების ხელშემწყობ ღრმა დეკარბონიზაციას, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ხელშეწყობით.

კონფერენციის  ორგანიზატორია ათენის ეროვნული უნივერსიტეტის ენერგეტიკის პოლიტიკისა და განვითარების ცენტრი.

კონფერენცია მიზნად ისახავს თავი მოუყაროს მკვლევრებს, მეცნიერების სფეროში მოღვაწე პოლიტიკის განმსაზღვრელ და ბაზრის კონიუნქტურის ჩამოყალიბებაში ჩართულ პირებს, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის გადაცემასა და სხვადასხვა მიდგომების დანერგვას.

კონფერენცია დაყოფილია სამ მთავარ ნაწილად. კონფერენციის პირველი ნაწილი ეძღვნება პოლიტიკურ დიალოგს, რომელზეც გამოჩენილი მეცნიერების გარდა მიწვეულები იქნებიან პარლამენტის  საერთაშორისო  სამდივნოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ბიზნესსაბჭოს წარმომადგენლები  და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საპარლამენტო ასამბლეა, ასევე მოპატიჟებულები იქნებიან შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფების ეროვნული წარმომადგენლები, რათა წარადგინონ კლიმატის ცვლილებათან დაკავშირებული  პოლიტიკა და საქმიანობა.

კონფერენციის მეორე ნაწილი მიეძღვნება პრეზენტაციებს, დისკუსიებს.

კონფერენციის ფინალურ ნაწილში გაიმართება  საბროკერო სხდომა (“Brokerage session”), რომელიც გააერთიანებს მეცნიერებს, პოლიტიკის განმსაზღვრელ და  ბაზრის კონიუნქტურის ჩამოყალიბებაში ჩართულ პირებს. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ კონფერენციის ამ ნაწილში  წარადგინონ თავიანთი  პროექტები, პროგრამები, განიხილონ დაფინანსების საშუალებები, განსაკუთრებით  “Hrizon 2020” კონკურსების  მიმართულებით.

კონფერენცია წარიმართება ინგლისურ ენაზე. კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველმა პირებმა თეზისები (რეფერატი) უნდა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  promitheas@kepa.uoa.ar

თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 მარტი.

კონფერენციის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 

http://en.uoa.gr/news-and-events/display-event/8th-international-scientific-conference-on-energy-and-climate-change.html 

share