შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენციის შესახებ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება: პერსპექტივები და გამოწვევები“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2015 წლის 22-23 მაისს, ქ. თბილისში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
კონფერენციაზე მიიღება თემები, რომლებიც შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხთაგან ერთ-ერთს:
-
პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, როგორც პოლიტიკური ასოცირების ნაწილი;
-
თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში;
-
სამართლიანობა, თავისუფლება და უსაფრტხოება;
-
ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელება;
-
ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობა: განათლება, ენერგეტიკა, ფინანსები, ტურიზმი და ა. შ.;
-
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გამოცდილება: შედარებითი ანალიზი.
მნიშვნელოვანი თარიღები
აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადა: 2015 წლის 23 მარტი
სრული ნაშრომის მიღების ბოლო ვადა: 2015 წლის 4 მაისი
სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული
კონფერენციის ელ-ფოსტა: silkroad@ibsu.edu.ge ვებ-გვერდი:
კონფერენციისwww.silkroad.ibsu.edu.ge ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
შავიდავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ. #2
0131 თბილისი, საქართველო
ტელ. : (+995 32) 259 50 05
www.ibsu.edu.ge