GEO ENG
 

 







 

2015-02-27
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მეხუთე საერთაშორისო კვლევითი კონფერენციის შესახებ განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხებზე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახელით, გვაქვს პატივი,  მოგიწვიოთ მეხუთე  საერთაშორისო კვლევით კონფერენციაზე განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხებზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის 1-2 მაისს, ქ. თბილისში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

კონფერენციაზე შეგიძლიათ წარადგინოთ მოხსენებები შემდეგ თემებზე:

·         განათლების ისტორია

·         განათლების ფილოსოფია

·         განათლების თეორიული საკითხები

·         საკლასო ოთახის მენეჯმენტი

·         გაანთლების მენეჯმენტი

·         განათლების ფსიქოლოგია

·         ენათა სწავლების მეთოდიკა

·         სიახლეები და ეფექტური პრაქტიკა განათლებასა და ენის სწავლებაში

·         კომპიუტერის დახმარებით სწავლება

·         ლინგვისტიკა

·         ენა და კულტურა

·         ინგლისური, ამერიკული და სხვა ინგლისურენოვანი ლიტერატურა

·         ენებთან დაკავშირებული სხვა საკითხები

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადა: 2015 წლის 15 მარტი

სრული ნაშრომის მიღების ბოლო ვადა: 2015 წლის 30 მარტი

სამუშაო ენა: ინგლისური

საკონტაქტო ელ-ფოსტა: icelt@ibsu.edu.ge

ვებ-გვერდი: www.eduhum.ibsu.edu.ge

 

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ. #2

0131 თბილისი, საქართველო
ტელ. : (+995 32) 259 50 05

www.ibsu.edu.ge

 

share