GEO ENG
 

 







 

2015-02-06
მოწვევა კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

ევროპის ურბანული კვლევის ასოციაცია და სიბიუსის ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტი, რუმინეთი გულითადად გეპატიჟებათ  2015 EURA კონფერენციაზე

ტრანფსორმირებული ქალაქები, გარდაქმნის პროცესში მყოფი ქალაქები

სიბიუ, რუმინეთი, 17-20 სექტემბერი 2015

ქალაქები დინამიურად ცვალებადი ადგილებია, სადაც ცვლილებები, ქალაქების გახსნილობიდან  გამომდინარე ინოვაციებისა და ასევე, ქალაქდაგეგმარებაში პირდაპირი ჩარევების შედეგია.

ამავდროულად,  ქალაქები სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და გარემოს  გარდაქმნის  პროცესში არიან ჩართულნი. ქალაქებში მიმდინარე პროცესები  პირდაპირ კავშირშია  გლობალურ გარდაქმნებთან.

სანამ ქალაქები განიცდიან ტრანსფორმაციას, დებატები თემაზე: თუ რა გავლენა და წვლილი მიუძღვის  ურბანულ რაიონებს საზოგადოების, ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის ცვლილებებზე ჯერ კიდევ მიმდინარეობის და განხილვის პროცესშია.

ჩვენი განხილვის საგანია ქალაქები, აქცენტს ვაკეთებთ  ტრანსფორმაცის მრავალმხრივ განზომილებებზე, ასევე იმ გარდაქმნებზე, რაც ქალაქებს მოაქვთ ფართო საზოგადოებისათვის.

ქალაქების ტრანსფორმირების შედეგად მიღებული პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებო, ეკონომიკური, სივრცითი და ეკოლოგიური შედეგები გვიჩვენებს,  რომ ქვეყნების  თანამედროვე ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკურ-სოციალური გარდაქმნის პროცესში, ამ ქალაქებს უკავიათ წინამძღოლის პოზიცია.  დაისმის კითხვა: არის თუ არა ეს სწორი ხედვა ქალაქების როლზე? 

კონფერენციაზე  ყურადღება  იქნება გამახვილებული  ევროპულ ქალაქზე, მაგრამ ამავდროულად არ იქნება უგულველყოფილი მსოფლიოს სხვა განსხვავებული ქალაქები  ან/და ურბანული სივრცეები.

განსაკუთრებული ყურადღება  მიენიჭება პოსტ-საბჭოური  ქალაქების ტრანსფორმაციას  ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

კონფერენციის თემები

1. ქალაქის სივრცე, როგორც ტრანსფორმირების საფუძველი;

2. დემოკრატიული ქალაქი: ინსტიტუციონალური რეფორმები და პოლიტიკური პროცესები;

3. სწორი ქალაქი: ქალაქების სოციალური და კულტურული ტრანსფორმირება;

4. მზარდი  ქალაქი და მწვანე ქალაქი: ურბანული ეკონომიკის და გლობალური დათბობის გამოწვევები;

5. ტრანსფორმირების პროცესში მყოფი ქალაქი;

ახალგაზრდა მეცნიერთა სამუშაო შეხვედრა (workshop)

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: www.eura2015.org

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანა

კონფერენციაში მონაწილეების მსურველებს პლენარული მოხსენებებისა და ზეპირი მოხსენებების განაცხადის დარეგისტრირება შეუძლიათ კონფერენციის ბმულზე www.eura2015.org 

განაცხადების წარდგენის ვადები :

განაცხადების წარდგენა პლენარული/ზეპირი მოხსენების შესახებ - შესაძლებელია 2015 წლის 15 თებევლამდე.

აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას საკუთარი განაცხადის სტატუსის შესახებ 2015 წლის 15 მარტისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

www.eura2015.org

share