GEO ENG
 

 







 

2015-02-05
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) მიერ შემოთავაზებულ მოკლევადიან გრანტებზე სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების დოქტორანტურის საფეხურის ქართველი და სომეხი სტუდენტებისა და ასისტენტ-პრფესორებისთვის.

შერჩეულ კანდიდატებს გრანტის ფარგლებში,  შესაძლებლობა აქვთ სამ თვემდე    გაატარონ ფრიბურგის უნივერსიტეტში (შვეიცარია), რათა იმუშაონ თავიანთ სადოქტორო თემაზე, კვლევით პროექტებზე, ან მონაწილეობა მიიღონ აკადემიურ კონფერენციებში.

 

სტუდენტებს აქვთ სრული წვდომა, რათა ისარგებლონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით და კვლევითი ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, ამ გრანტის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევარებს აქვთ შესაძლებლობა მათი სფეროს ფარგლებში მეცნიერებთან შეხვედრებით გაიფართოვონ მათი აკადემიური ქსელი  და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილებები.

 

მოცემული გრანტი  ფარავს სავიზო, მგზავრობის, საცხოვრებელ და ასევე ყოველდღიური ხარჯებს. საცხოვრებელი ორგანიზებულია უშუალოდ ASCN პროგრამის მიერ.

 

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ დროს წლის განმავლობაში. საორგანიზაციო საკითხების დროულად მოგვარებისათვის აპლიკანტებმა განაცხადი უნდა შეიტანონ  4 კვირით ადრე.

 

ASCN არის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობას სამხრეთ კავკასიაში (უმთავრესად, საქართველოსა და სომხეთში). მისი მრავალმხრივი საქმიანობა ხელს უწყობს ნიჭიერ მეცნიერთა ახალი თაობის შექმნას. ამ პროგრამის ფარგლებში, პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევარები ღებულობენ მხარდაჭერას კვლევითი პროექტების, ტრეინინგებისა და სასტიპენდიო გრანტების მეშვეობით. პროგრამა უზრუნველყოფს  ახალგაზრდა მეცნიერთა შემდგომ განვითარებას, და მათ მიერ ASCN - ის ფარგლებში მიღებული გამოცდილება  შესაძლებლობას აძლევთ გახდნენ უკეთესად ინტეგრირებულნი საერთაშორისო აკადემიურ ქსელებში. ASCN-ის პროგრამა ფინანსდება "გებერტ რიუფ ფონდიდან" GebertRüfStiftung და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის (IICEE)  მიერ.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

 http://www.ascn.ch/en/grants_scholarships/Short-term-grants.html

share