GEO ENG
 

 







 

2015-01-15
შოთა რუსთაველის ერვონული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ფინეთის ალექსანტერის ინსტიტუტში მკვლევართა ვიზიტების სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით:

ალექსანტერის ინსტიტუტი გიწვევთ, განაცხადების  შესავსებად და  ალექსანტერის ინსტიტუტის (Aleksanteri) სტიპენდიის მოსაპოვებლად  2015-2016 სასწავლო წელს კვლევითი ვიზიტის დაფინანსების მიზნით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე მკვლევარებს, რომელთა მიმდინარე კვლევები ემთხვევა ალექსანტერის ინსტიტუტის პრიორიტეტულ კვლევით მიმართულებებს.

 სტიპენდიის სახით ყოველთვიური თანხის  ოდენობა შეადგენს 3000 ევროს და დაფარავს პროგრამის  ფარგლებში ვიზიტის დროს შესაბამის ხარჯებს. ვიზიტის ხანგრძლივობა ერთიდან სამ თვემდეა. სტიპენდია განკუთვნილია ფინეთის არარეზიდენტი მონაწილეებისთვის.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 20 თებერვალი.

 Aleksanteri Institute -ალექსანტერის ინსტიტუტი არის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ფინური  ცენტრი, რომელიც ჰელსინკის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ორგანიზაციაა.  ინსტიტუტი აგრეთვე კოორდინირებას უწევს  ფინური აკადემიის მიერ დაფინანსებულ  „Excellence” ცენტრს, სახელწოდებით "რუსული მოდერნიზაციის არჩევანი“ („Choices of Russian Modernisation”)

 განაცხადის შევსების, სტიპენდიისა და  ალექსანტერის (Aleksanteri)  ინსტიტუტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს:

 http://www.helsinki.fi/aleksanteri/english

 

share