GEO ENG
 

 







 

2012-04-10
პროგრამა კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის(ASCN) კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსი

”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი"(Academic Swiss Caucasus Net) 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება "გებერტ რიუფ ფონდიდან" და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.

„კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“ ქართველი მკვლევარებისთვის აცხადებს კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსს. პროექტები უნდა ესადაგებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილ თემებს:

1.დემოკრატიზაცია და ტრანსფორმაცია(დემოკრატიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სასამართლო რეფორმა, სოციალური ჩრთულობა,სამოქალაქო საზოგადოება, საზოგადოებრივი ღირებულებები, ინსტიტუტციური მშენებლობა, ა.შ)

2.სოციალური ცვლილება: სტრუქტურები და რეპრეზენტაციები
(განსხვავებები სოფელსა და ქალაქს შორის, ადამიანური კაპიტალი, მიგრაცია და ფულადი გზავნილები,სოციალური ცვლილება და მისი გამოხატულება მედიასა და სოციალურ დისკურსში და ა.შ).

გრანტის ოდენობა:

თითოეული გამარჯვებული პროექტისთვის დაფინანსება შეადგენს 40 000 შვეიცარიულ ფრანკს. პროექტების ხანგრძლივობა უნდა იყოს 2 წელი. საწყისი დაფინანსება-20 000 შვეიცარიული ფრანკი გაიცემა პირველი 12 თვისთვის.
დოკუმენტაცია:

სამეცნიერო პროექტების წარსადგენად გამოიყენეთ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა ჩამოტვირთოთ ვებგვერდიდან: http://ascn.ch/en/research/Open-Calls/Call-2012.html სააპლიკაციო ფორმის პირველი გვერდი უნდა იყოს ხელმოწერილი და დასკანირებული. ყველა დოკუმენტი(სააპლიკაციო ფორმა,რეზიუმე და სხვა) უნდა მოთავსდეს ერთ PDF ფაილში და გაიგზავნოს კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: info@ascn.ch და jan.kreuels@unifr.ch . Subject გრაფაში მიუთითეთ „ASCN Call- Georgia 2012" .შეკითხვებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის შვეიცარიის სამსახურს იმავე საფოსტო მისამართებზე, ან დაუკავშირდით ”კავკასიის შვეიცარიული აკადემოური ქსელის” საქართველოს საკოორდინაციო სამსახურის კოორდინატორს, გიგა ზედანიას: giga_zedania@iliauni.edu.eg

სამეცნიერო პროექტების შეფასება/შერჩევა მოხდება სამეცნიერო საბჭოს მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი ექსპერტებით.

შეფასებისას გამოყენებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

ა)პროექტების სამეცნიერო ხარისხი(კვლევის კითხვების ჩამოყალიბება, კვლევის მეთოდები,კვლევის გეგმა, სხვა);
ბ)შესაბამისობა მოცემულ თემებთან;
გ) აპლიკანტების სამეცნიერო კომპეტენციები;
დ)ახალგაზრდა მკვლევარების ჩართულობა;
ე)ინგლისური ენის ცოდნის დონე.

პროექტების შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ ქართველ მკვლევარებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში.

პროექტების ჩაბარების ბოლო ვადაა 2012 წლის 2 მაისი.
შედეგები გამოცხადდება 2012 წლის ივლისში. დამტკიცებული პროექტები დაიწყება 2011 წლის 1 ოქტომბრიდან.

თანდართული სააპლიკაციო ფორმა და ინსტრუქცია იხილეთ პროგრამის ვებ გვერდზე:

http://ascn.ch/en/research/Open-Calls/Call-2012.html

share